შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულმა სამმართველომ 11 სექტემბერს სოფელ ძლევიჯვარის მცხოვრებნი მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი დააკავა.
შსს ინფორმაციით, ჩაგელიშილმა და ხაბარელმა ქარელის რაიონის სოფელ ბრეთის რწმუნებულს ალექსი ელიაშვილს საკუთარ სამუშაო ოთახში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მირზა ხაბარელი და თეიმურაზ ჩაგელიშვილი დაკავებულია ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. სასამართლომ მათ 60-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.