აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ქობულეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და 80 პროცენტი უკვე შესრულებულია.
ლევან ვარშალომიძემ რუსთაველის ქუჩის ეზოები მონახულა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მშენებლებს გაესაუბრა. მისი განცხადებით, ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვლავ გაგრძელდება და მომავალ წელს ტურისტულ სეზონს საკურორტო ქალაქი სრულად რეაბილიტირებული შეხვდება.
პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება, რომლის ფარგლებში, 22 ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ქალაქის ყველა ეზო კეთილმოეწყობა. შენდება მინი სტადიონები, მონტაჟდება ატრაქციონები, იგება ასფალტისა და მწვანე საფარი.