გერმანიის უმსხვილესი "Deutsche Bank"-ი ევროზონაში საკუთარი საქმიანობის მინიმიზაციას იწყებს და აქცენტს აზიისა და ამერიკის ქვეყნებზე აკეტებს.
"ევროზნის კრიზისმა "Deutsche Bank"-ი შემოსავლების მაქსიმალურ შემცირებამდე მიიყვანა, რამაც ბანკი აიძულა ახალი ბაზრები მოეძიებინა" - წერს ევროპული გამოცემა.
გამოცემის ინფორმაციითვე, "Deutsche Bank"-ი და ევროპის სხვა უმსხვილესი ბანკები ცდილობენ ევროპაში საკუთარი ქმედებები მაქსიმალურად შეკვეცონ.