ხვალ, 13 სექტემბერს, 20:00 საათზე, მეიდანზე გორან ბრეგოვიჩი კონცერტს გამართავს. ცნობილი თანამედროვე კომპოზიტორი ბალკანეთიდან გრანდიოზულ კონცერტს გამართავს საათნახევრის განმავლობაში.
გორან ბრეგოვიჩი საქართველოს 9 კაციანი ჯგუფით ეწვევა.
კომპოზიტორმა სახელი მოიხვეჭა გიტარისტობით საკუთარ როკ ჯგუფში ბიჟელო დუგმე, რომელშიც ბოსნიის სამივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული: მუსულმანები, ხორვატები და სერბები. საერთაშორისო მასშტაბით მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები ემირ კუსტურიცას ფილმებს უკავშირდება (ბოშების დრო, არიზონა-ოცნება, დედოფალი მარგო და მიწისქვეშეთი).
გორან ბრეგოვიჩი საქართველოს არტ ფორუმის ორგანიზებით ეწვევა. დასწრება თავისუფალია.