ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, გენერალი პაველ გრაჩოვი ვიშნევსკის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"წუხელ გრაჩოვი ჰოსპიტალში შეიყვანეს და ამჟამად იგი რეანიმაციაშია", _ წერს რუსული მედია და არ აკონკრეტებს თუ როგორ აფასებენ მედიკოსები გრაჩოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
პაველ გრაჩოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრი 1996 წლამდე იყო.