ევროკავშირის დედაქალაქში - ბრიუსელში ,, ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა" ოფიციალურად დაფუძნდა.
ამ მოვლენის შესახებ სპეციალურ დეკრეტს გამოსცემს და ხელს მოაწერს ბელგიის მეფე, მისი უდიდებულესობა ალბერტ მეორე
ბრიუსელში ოფიციალური ვიტის ფარგლებში, ,, ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის,, ლიდერმა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ 11 სექტემბერს დამფუძნებელ დოკუმენტებს ხელი მოაწერა და ევროკავშირის დედაქალაქში ოფიციალურად დაფუძნდა ,, ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა,, (EU-Georgian, Abkhazian and Ossetian International Movement - for peace, democracy and development-EUGAO) .
ამ მოვლენის შესახებ სპეციალურ დეკრეტს გამოსცემს და ხელს მოაწერს ბელგიის მეფე, მისი უდიდებულესობა ალბერტ მეორე.
როგორც, ევროპელი ექსპერტები და პოლიტიკური და დიპლომატიური წრეები აღნიშნავენ, ეს არის უნიკალური ფაქტი სართაშორისო ურთიერთობების ისტორიაში, რომელსაც თავისი მასშტაბითა და პლატფორმით, თავისი მასშტაბითა და შესაძლებლობებით პრეცენდენტი არა აქვს სამოქალაქო დიპლომატიის განვითარებისათვის და პრაქტიკული პროექტების განსახორციელებლად პან ევროპულ დონეზე.
,, ქართულ_აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის ,, შტაბ -ბინა განთავსდება ევროკავშირის დედაქალაქში. საერთაშორისო მოძრაობის ოფისები გაიხსნება ევროპისა და მსოფლიოს დედაქალაქებში.
საერთაშორისო მოძრაობის ოფისი გაიხსნება თბილისში.
,,ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის ", პრეზენტაცია წლის ბოლომდე გაიმართება და პოლიტიკური და დილომატიური ელიტის, აგრეთვე ბიზნესისა და საზოგადოების წინაშე წარსდგება ბრიუსელში, პარიზში, ბერლინსა და მოსკოვში , ნიუ იორკსა და თბილისში.
ნესტან კირთაძე ევროპელ კოლეგებთან ერთად, ამჟამად განიხილავს საერთაშორისო მოძრაობის საქმიანობის გრძელვადიან გეგმას.
კირთაძე სამშობლოში 15 სექტემბერს დაბრუნდება და, უახლოეს დღეებში, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების წინაშე პრესკონფერენციას გამართავს.