თელავში, ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში მხატვარ ელისო მაყაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე მხატვრის 45 ნამუშევარია წარმოდგენილი. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა, გამოფენის გახსნა მხატვრის 110 წლის იუბილეს ეძღვნება.
„სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მხატვარმა ნამუშევრები მშობლიურ სოფელს, იყალთოს გადასცა. ნახატებს აღარავინ პატრონობდა. მიტოვებული ტილოები ჩვენ წამოვიღეთ, გავწმინდეთ და შესაფერ ადგილს მივუჩენთ", - განაცხადა ურჩუხიშვილმა.
ელისო მაყაშვილი 1941-57 წლებში „ქართული ფილმის" მხატვარი და მულტიპლიკატორიც იყო.
გამოფენა 1 თვეს გაგრძელდება.