,,არჩევნების საბოლოო შედეგების შეაფასებისას მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება იქნება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქდმ"ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ევროპის საბჭოს წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
,,ნებისმიერი ასეთი ტიპის შეხვედრა მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო. პირველი- ეს არის პრევენცია, ანუ ის ხარვეზები, რომელიც შეიძლება საარჩევნო კამპანიას ახლდეს. ეს ხელისუფლების მიმართ გარკვეული გაფრთხილებაა, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაფიო რეაქცია იქნება. მეორე- ეს არის საბოლოო შედეგების შეაფასება. შეიძლება ჩვენ საარჩევნო შედეგებით უკმაყოფილო ვიყოთ, რადგან ვერ გავიმარჯვებთ, ან ზედმეტად კმაყოფილები ვიყოთ თუ გავიმარჯვეთ, მაგრამ საბოლო ჯამში უნდა ვენდოთ საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს", _ განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ,,ქართული ოცნების" ლიდერებს.