ქალაქ ბარში (იტალია) სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დამნაშავეთა ჯგუფი დააკავა, რომელიც 15 ადამიანისაგან შედგებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 15 ადამიანიდან ორი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 37 წლის მირიან ცხოვრებაძე და 34 წლის თორნიკე გოგლიძე.
სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებულები ძარცვავდნენ ბინებს იტალიის სხვა და სხვა ქალაქებში. ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ 50 კილოგრამი ნაძარცვი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინა. დაკავებულია ასევე ორი მაღაზიის მეპატრონე, რომლებიც ნაძარცვს იბარებდნენ.