საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირადი სტატისტიკოსის სისტემა დანერგა.
პირადი სტატისტიკოსის სისტემა 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება და მოიცავს საქსტატის ონლაინ კვლევაში ჩართულ ყველა ბიზნეს სუბიექტს.
პირადი სტატისტიკოსი კონსულტაციას გაუწევს კომპანიას, დაეხმარება სტატისტიკური კითხვარის შევსებაში და მიაწვდის მათთვის საინტერესო სტატისტიკურ ინფორმაციას.