დღეს, 12 სექტემბერს, Apple-ს შეფი ტიმ კუკი iPhone 5-ის პრეზენტაციას თავად გამართავს. რაც შეეხება iPad Мini-ს, მისი პრეზენტაცია სექტემბრის ბოლომდე იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით, ახალი სმარტფონის რეალიზაცია ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყება.
უკვე ცნობილია, რომ Apple-ს ახალ სმარტფონს, Sharp-ის ეკრანი ექნება. ახალი სმარტფონის ეკრანი 4-დიუმიანი იქნება, მაშინ, როდესაც iPhone 4S-სა და iPhone 4-ის ეკრანები 3,5-დიუმიანი იყო.
შეგახსენებთ, რომ Apple-მა iPhone 4S ბაზარზე 14 ოქტომბერს გამოიტანა. პირველ რიგში, სმარტფონის ახალი მოდელის გაიყიდვა აშშ-ში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში დაიწყო.
iPhone 4S-ის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს შედგა.
ანალიტიკოსები და ფინანსისტები Apple-ს მიერ iPhon 5-ის პრეზენტაციას ელოდნენ, თუმცა საბოლოოდ კომპანიამ ბაზარზე iPhone 4-ის განახლებული ვერსია გამოიტანა.