დღეს, 12 სექტემბერს, 12:00 საათზე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ კამპანია "ეს შენ გეხება", "აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა" და "მედიის ადვოკატირების კოალიცია".
ორგანიზატორთა ინფორმაციით, შეხვედრაზე გავრცელდება განცხადება, რომელიც ეხება ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ მზადყოფნას, რომ გადაიხედება ტელეკომპანია "მაესტროს" კუთვნილი აპარატურის დაყადაღების გადაწყვეტილება და გარკვეული პირობების დაცვით მაესტროს მიეცემა შესაძლებლობა, გააფართოოს მომხმარებელთა წრე.