2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მატჩის 86-ე წუთზე გოლი საქართველოს ნაკრების კარში რობერტო სოლდადომ გაიტანა.
მატჩი ესპანელების უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრებში გამორჩეული იყო ნაკრების მეკარე. ლორიამ რამდენჯერმე გადაარჩინა საქართველოს ნაკრების კარი. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე მწვავე შეტეევა განახორციელა. ამისულაშვილმა ბურთი კარის ძელსაც მოარტყა.
დღეს ქართველი ფეხბურთელებისთვის შესარჩევი ციკლის მეორე მატჩი ჩაატარა. პირველი მათ 7 სექტემბერს უკვე გამართეს და თბილისში ბელარუსი 1:0 დაამარცხეს.
რაც შეეხება "ფურია როხას", მათ თბილისში პირველი მატჩი გამართეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს.