2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებს შორის პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 0:0.
მატჩის პირველი ნახევარი ძირითადად ესპანელების უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრებში გამოორჩეული იყო ნაკრების მეკარე. ლორიამ რამდენჯერმე გადაარჩინა საქართველოს ნაკრების კარი.
თავის მხრივ საქართვეელოს ნაკრებმა რამდენიმე უშედეგო კონტრშეტევა განახორცილა.
დღეს ქართველი ფეხბურთელებისთვის შესარჩევი ციკლის მეორე მატჩია. პირველი მათ 7 სექტემბერს უკვე გამართეს და თბილისში ბელარუსი 1:0 დაამარცხეს.
რაც შეეხება "ფურია როხას", მათთვის 11 სექტემბრის შეხვედრა სასტარტოა.
მატჩის არბიტრია ნორვეგიელი სვეინ მოენი.