საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვანს ესტუმრა, სადაც ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა განახლებული მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ცენტრი ხელს შეუწყობს როგორც დასაქმების პრობლემის გადაჭრას, ისე ტურიზმის განვითარებას.
რეკონსტრუქციის შემდეგ ვანის მუზეუმში გაიხსნება ახალი საგამოფენო სივრცეები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები. მუზეუმში ასევე განთავსდება სამუზეუმო მაღაზია და კაფე. ამას გარდა, გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესები და დამონტაჟდება სპეციალური ლიფტები.
მასალის გამოყენების პირობები