საქართველოს პრეზიდენტი დღეს დაბა ხარაგაულს ესტუმრა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ვახტანგ ბალავაძესთან ერთად კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მიერ ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა. რაიონის ცენტრში ბუნებრივი გაზი, სიმბოლურად, მიხეილ სააკაშვილმა აანთო და მოსახლეობას კეთილდღეობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი მიულოცა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ამიერიდან, დაბა ხარაგაულში მცხოვრებ, დაახლოებით, 250 ოჯახს საშუალება ექნება ბუნებრივი გაზით ისარგებლოს. გაზსადენის მშენებლობაზე 30 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული.
დღესვე ქვეყნის პირველმა პირმა ხარაგაულში ახლადგახსნილი სპორტის სასახლეც დაათვალიერა, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და 500 მაყურებელზეა გათვლილი.
მასალის გამოყენების პირობები