ევრობასკეტ-2013-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის დასკვნით მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 97:89.
საქართველოს ნაკრებმა 14 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა. ქართველები ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს პირად ურთიერთშეხვედრებში ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩნენ. ისინი მომავალი წლის შემოდგომაზე სლოვენიაში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.