„ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხმრავალი შეხვედრა ამჯერად ნაძალადევის მეტროს მიმდებარე სკვერში გამართა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ნაძალადევში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი წულუკიანმა არჩევნების დღეს მოსახლეობის მობილიზებასა და აქტივისტების მხრიდან ხმების დაცვაზე გააკეთა.
„პირველი ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობაში მუხტი კიდევ უფრო მატულობს, ჩვენი მიზანია ნაძალადევში დავამარცხოთ "ნაციონალური მოძრაობა" და მერაბ სამადაშვილი 41:5. ეს პრაქტიკულად მიღწეულია, მთავარია ოპოზიციამ მოახერხოს ხმების დაცვა.
ნიშანდობლივია, რომ შეხვედრის პარალელურად ნაძალადევის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის კოლონა დადიოდა და სიგნალებით ესალმაებოდა, აქ შეკრებილ მოსახლეობას. სასიხარულოა, რომ „ნაციონალებიდან" რამდენიმე ახალგაზრდა უკვე ჩვენს მხარესაა გადმოსული და ველი, რომ მოსავალი კიდევ უფრო უხვი იქნება" - განაცხადა თეა წულუკიანმა შეხვედრის დასასრულს.