"თავისუფლება სწორედ ის არის, რომ ბაგრატი აღვადგინეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვანში სტუმრობისას.
"საქართველოში აღარ იქნება მიყრუებული და მიგდებული რაიონები. ყველა რაიონი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება და ყველა ოჯახში შევა ის სიკეთე, რომელსაც საქართველოს ახალი მშენებლობით ვიღებთ. მინდა გითხრათ, რომ ბაგრატი საქართველოს მოქმედი ტაძარი ხდება. თავისუფლება სწორედ ის არის, რომ ბაგრატი აღვადგინეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.