თბილისის მერიის მხარდაჭერითა და კომპანია "რეამბიშენსის" ორგანიზებით დიჯეების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი ელექტრო ღამე 2012" გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი დიჯეები. ამასთან დაკავშირებით, პრესბრიფინგი 12 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართება. ბრიფინგს წარუძღვებიან ორგანიზატორი კომპანიის პროდიუსერი ირაკლი ნადარეიშვილი და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავჯდომარე ნეკა სეფისკვერაძე. ბრიფინგს დაესწრებიან ფესტივალის მონაწილე ქართველი დიჯეებიც.
დიჯეების საერთაშორისო ფესტივალის "თბილისის ელექტრო ღამე 2012" ჩატარების თარიღია 22 სექტემბერი, 18:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, კოსტავას 14-ში, აჭარაბეთის შენობა - ყოფილი გამომცემლობა "სამშობლო".