„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია სოფელ გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
შეხვედრისას, ინგა გრიგოლიამ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში ხალხს სამართლიანი ტარიფების დაწესებას დაპირდა.
გრიგოლიას განცხადებით, მოსახლეობა უკიდურესად გჭირვებულ პირობებში ცხოვრობს, რადგან მათი უმეტესობა დაუსაქმებელია და ამას კი ემატება ის, რომ 32 წელიწადია წყალი არ მიეწოდებათ.
„ხელისუფლებას, რომ კითხოთ ქვეყანა ოქროს ხანაში ცხოვრობს, სოფელ გლდანის მოსახლეობას კი 21-ე საუკუნეში წყალი არ აქვს. მე კიდევ ერთხელ ვპირდები მოსახლეობას, რომ „ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, სოფელს გლდანის მოსახლეობას 32 წლის შემდეგ წყლის მიწოდება აღუდგება, ხოლო სამართლიანი ტარიფების დაწესება, კი თითოეული გლდანელის საყოფაცხოვრებო ბიუჯეტის ხარჯებს შეამცირებს." - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.