საქართველო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სარეკონსტრუქციო სამუშაოს მიმდინარეობა დაათვალიერა და ადგილობრივებსაც გაესაუბრა.
"ჩვენ აქ ვქმნით მსოფლიო მნიშვნელობის ახალ ცენტრს, საქართველოს ყველაზე თანამედროვე მუზეუმს. თითქმის, 10 მილიონი გამოვყავით იმისთვის, რომ ვანს ჰქონდეს ყველაზე მაგარი მუზეუმი, ყველაზე მაგარი ტურისტული ცენტრი", _ განაცხადა სააკაშვილმა ვანში სტუმრობისას.