"ვერც ერთი სტრატეგიული მიზანი ჩვენმა დამპყრობლებმა საქართველოს მიმართ ვერ განახორციელეს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხარაგაულში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს გახლეჩა იყო.
"ჩვენი დამპყრობლების მიზანი საქართველოს მიმართ 2008 წელს იყო საქართველოს მთავრობის დამხობა, საქართველოს მნიშვნელობის დაკნინება, საქართველოს საბოლოოდ მობრუნება იმპერიის ასპარეზისკენ, მოშორება ნატოსა და ევროპული სტრუქტურებიდან, საქართველოს შუაზე გახლეჩა: აღმოსავლეთად და დასავლეთად. ჩვენ ყველანი ერთად საქართველოს ვაერთიანებთ. საქართველოში განვითარება ყველგან მიდის: ბათუმი ძალიან მაგარი ქალაქი იქნება, ლაზიკაში მშენებლობა დაიწყო უკვე და უახლოეს დღეებში ნახავთ, რა ავაშენეთ, ფოთი ძალიან მაგარი ქალაქი ხდება, ქუთაისი ხომ ხდება და ხდება, თბილისი ხდება ისეთი მაგარი, როგორც არასდროს, თელავში ორი კვირა არ ვიყავი ნამყოფი და დიდი მასშტაბის სამუშაოა ჩატარებული, ყვარელი, გურჯაანი - ნახეთ როგორი ხდება, ხაშური ძალიან მაგარი გახდება. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ამ ყველაფრის შემკვრელი ხართ თქვენ", _ განაცხადა სააკაშვილმა.