"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ მათ სურთ არჩევნების შემდეგ საქართველოში არეულობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ხარაგაულში სტუმრობისას. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადების კომენტირებისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო წინსვლას გააგრძელებს.
"დღეს საქართველოს ოკუპანტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რა სურს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ მათ სურთ არჩევნების შემდეგ საქართველოში არეულობა - იმ განცხადების საპასუხოდ, როცა ევროპელებმა თქვეს, რომ ჩვენ გვინდა საქართველოში კარგი არჩევნები ჩატარდეს. რუსებმა განაცხადეს, რომ არჩევნები არ იქნება კარგი, მაგრამ მერე იქნება კარგი არეულობა. ნურას უკაცრავად, ჩვენმა ხალხმა ამას სამი დღის წინ გასცა პასუხი, რომ იქნება კარგი არჩევნები და შემდგომი განვითარება", _ განაცხადა პრეზიდენტმა ხარაგაულში სტუმრობისას, სადაც გაზიფიკაციის პროცესი დაიწყო.