„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის " ჩუღურეთის მაჟრიტარობის კანდიდატი კახა ბასილია წინამძღვრის ქუჩის მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და თავის ამომრჩეველთან ათ პუნქტიანი ხელშეკრულება- „ნდობის ფურცელი " გააფორმა.
კახა ბასილიას განცხადებით, „ნდობის ფურცელი" ითვალიწინებს მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას საკუთარი რაიონის პრობლემების მოგვარებაში.
„დღეს ჩვენს ამომრჩეველთან გავაფორმეთ ათ პუნქტიანი ხელშეკრულება- „ნდობის ფურცელი" , რომელიც მოიცავს : 1. ჩუღურეთის განვითარების ფონდიშ შექმნას, 2. შეიქმნება სხვადასხვა სპეციალობის პროფესორები, რომლრბიც რეკომენდაციას მისცემენ მუნიციპალურ ორგანოებს ჩუღურეთში პრობლემების მოგვარების შესახებ, 3. დაარსდება ყოველთვიული გაზეთი „ჩუღურეთის მაცნე", 4. ფუნქციონირებას დაიწყებს იურისტთა 24 საათიანი უფასო კონსულტაცია, 5. გაიხსნება მოზარდთა უფასო სპორტული სექციები, 6. გაიხსნება მოზარდთა უცხო ენისა და კომპიუტერის შემსწავლელთა უფასო კურსები, წარჩინებულ მოსწავლეებს დავეხმარებით უცხოეთში სწავლის გაგრძელებაში, 7. დავიცავთ ჩუღურეთის ომის ვეტერანთა უფლებებს პარლამენტში, 8. ხელი შეეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესს, 9. ვიბრძოლებთ ტარიფების შემცირებისთვის,ასევე მარტოხელა მოხუცებს ფონდი დაეხმარება კომუნალური გადასახადების დაფარვაში, 10. შეიქმნება ექიმთა სამუშაო ჯგუფი."- განაცხადა კახა ბასილიამ და დასძინა, რომ თუ ერთი წლის განმავლობაში რომელიმე პუნქტი არ შესრულდება, მოსახლეობას საშუალება ექნება გამოიწვიონ პარლამენტიდან.