14 სექტემბერს, 19:30 საათზე, მთაწმინდის პარკში თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება, სადაც მიწვეული იქნებიან თეატრის წარმომადგენლები.
16-19 სექტემბერს, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ქართული სპექტაკლების პროგრამა იქნება წარმოდგენილი რუსთაველის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში, გრიბოედოვის თეატრში, ახმეტელის თეატრში, სამეფო უბნის თეატრში, თუმანიშვილის თეატრში, მუსიკისა და დრამის თეატრში, ილიაუნის თეატრში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში და საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრში.
20-30 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი. 1-4 ოქტომბერს კი თემურ ჩხეიძე ვორქშოფს ჩაატარებს ახალგაზრდა რეჟისორთათვის.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაფუძნა ქ. თბილისის მერიამ და ყოველწლიურად ტარდება.