ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებით სიახლეებია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ამ მხრივ, რეგიონშიც განხორციელდება, 22 ათასამდე გაიზრდება ბენეფიციართა რიცხვი, ასევე სახელმწიფოს მიერ 100 ათასზე მეტი პირი სოციალურ დახმარებას მიიღებს.
სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტით პედაგოგებიც ისარგებლებენ. ახალი პროგრამის თანახმად, 4 დაავადებაზე პირველადი მოხმარების მედიკამენტებს სახელმწიფო 50 პროცენტიანი თანადაფინანსებით გადაიხდის. საუბარია იმაზეც რომ შესაძლოა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა სამი წლით გაგრძელდეს.
ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში შესაძლოა "100 საავადმყოფოს" პროგრამამ მცირედი სახეცვლილება განიცადოს. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიები რაიონებში მცირე კლინიკებს ააშენებენ. იმის გამო რომ ბლოკ ჯორჯიამ საავადმყოფოებთან დაკავშირებით აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა, აღნიშნულ კომპანიას, საქართველოს მთავრობასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რათა ვალდებულებების საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდეს.
აჭარაში არსებული საავადმყოფოები კვლავ *ბლოკ ჯორჯიას~ მიერ აღებული ვალდებულების შესრულების მოლოდინში არიან. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ახალი საავადმყოფოების მშენებლობის ბედი საბოლოოდ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებით სიახლეებია
თბილისი.02.02.10."ჯი-ეიჩ-ენი". ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებით სიახლეებია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ამ მხრივ, რეგიონშიც განხორციელდება, 22 ათასამდე გაიზრდება ბენეფიციართა რიცხვი, ასევე სახელმწიფოს მიერ 100 ათასზე მეტი პირი სოციალურ დახმარებას მიიღებს.