შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს,_ ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, 85459.15 ლარის ღირებულების 40844.28 გრ. ვერცხლის სამკაულები თურქეთის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფის" გავლით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს სამგზავრო ავტობუსით შემოჰქონდათ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულები არიან ორგანიზებული ჯგუფის წევრები - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნაზიმ რუფად რაიფის ძე კოპუკი, საქართელოს მოქალაქეები - ერვანდ ივანეს ძე მნაცაკანოვი, ალისა სანასარის ასული მნაცაკანოვა, ალექსანდრე ელგუჯას ძე გაბროშვილი, ინგა გიგლას ასული ჭანტურია.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.