რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი ამომრჩევლების მოსყიდვას აპირებს, - ნათქვამია გაზეთ "იზვესტიაში" გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით "რუსი დამკვირვებლები საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვვებლად არ შეუშვეს".
"რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრების მცდელობა დარეგისტრირებულიყვნენ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლებად სკანდალით დასრულდა", _ წერს "იზვესტია".
მათი ინფორმაციით, საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირების მსურველები იყვნენ რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრები, მათ შორის - სერგეი მარკოვი, მაქსიმ გრიგორიევი და ალექსანდრე სოკოლოვი.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე დამკვირვებლებად დასწრების მსურველებს რეგისტრაციის მოთხოვნაზე უარი უთხრა.
"თავისი პოზიციის მოტივირება ქართველმა ჩინოვნიკებმა მოახდინეს იმით, რომ ორ ქვეყანას შორის დღემდე არ არის დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები. რეგისტრაციაზე უარი კი საზოგადოებრივი პალატის წევრების მხრიდან აიხსნება იმით, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ მათმა ჯგუფმა უკრაინელ დამკვირვებლებთან ერთად აღმოაჩინა სერიოზული დარღვევები, რომლებიც ამტკიცებდნენ საარჩევნო პროცესის არალეგიტიმურობას", _ წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება საქართველოს ცესკოს უარი აიხსნას, არის ის, რომ "სწორედ რუსმა დაკვირვებლებმა წამოსწიეს საკითხი, რომელიც არჩევნებზე რუსეთისა და საქართველოს ცნობილი ბიზნესმენის ბორის ივანიშვილის რეგისტრაციას ეხებოდა.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ამჟამად რუსი დამკვირვებლები საერთაშორისო ორგანიზაციებში გასაგზავნად რამდენიმე მოთხოვნას ამზადებენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიო სამართლის რიგი ნორმებისა დაარღვია.
სერგეი მარკოვის თქმით, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრები, ასევე აპირებენ მიმართონ ევროსაბჭოს.
"ამას გარდა, ჩვენ პერსონალურად მივმართავთ ყველა აკრედიტებულ საერთაშორისო დამკვირვებელს და თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას მოვთხოვთ. დაე, მათ გააკეთონ შეფასება, შეიძლება თუ არა არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, თუკი მათზე დამკვირვებლებს ლოიალურობის პრინციპიდან გამომდინარე ირჩევენ",_ აცხადებს მარკოვი.