საქართველოს EBRD-ის აღმასრულებელი დირექტორი სტუმრობდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 6-8 სექტემბერს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმასრულებელი დირექტორი ანდრას კარმანი, რომელიც წარმოადგენს EBRD-ს ქვეყნების ჯგუფს (Constituency).
საქართველო აღნიშნულ ჯგუფში წელს გაერთიანდა. შეხვედრის ფარგლებში თბილისს ასევე ეწვივნენ ჯგუფში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლები. კერძოდ, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ხორვატიისა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროების დელეგაციები. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მასზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჯგუფში შემავალ ქვეყნებს შორის შემდგომ თანამშრომლობას.