კომპანია „გაერთიანებული ტელეკომი" 2010 წელსაც აგრძელებს იმ აბონენტებზე ზრუნვას, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენას წარმოადგენენ. კომპანიის სერვის ცენტრებში დასრულდა აღნიშნული პირების რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის პირველი ეტაპი. მარტოხელა პენსიონერები, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები და აგრეთვე მარტოხელა ბავშვობიდან ინვალიდები, რომელთაც ვერ გაიარეს აღნიშნული პროცედურა, შესაძლებლობა აქვთ მიმდინარე თვეებშიც მიაკითხონ „გაერთიანებული ტელეკომის" სერვის ცენტრებს. რეგისტრაციის შემდეგ ამ კატეგორიის აბონენტებს ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი გაუნახევრდებათ. ასევე დამატებით, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები თვეში 400 წუთიანი უფასო სასაუბრო დროით ისარგებლბენ, ხოლო მარტოხელა პენსიონერები და ბავშვობიდან ინვალიდები, რომელთაც მარჩენალი არ გააჩნიათ- თვეში 100 წუთით.
2009 წლის სექტემბრიდან, სოციალურად დაუცველ მომხმარებლებს დაემატა ახალი კატეგორიები, რომელთაც ასევე 50% შეღავათები დაუწესდათ სააბონენტო გადასახადზე - ესენია: მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; ყველა უსინათლო პირი; მხოლოდ არამომუშავე პენსიონერებისგან შემდგარი ოჯახი; ოჯახი მარჩენალდაკარგული წევრით. აღნიშნულ პირები არ საჭიროებენ ხელახალ რეგისტრაციას კომპანიის სერვის ცენტრებში, ვინაიდან კომპანია აღნიშნულ პირებს უწესებს შეღავათებს სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ნუსხის მიხედვით.
2009 წელს აღნიშნული შეღავათებით სულ 6 000 სოციალურად დაუცველმა აბონენტმა ისარგებლა.