ამიერიდან კინოფილმის ყურება და თან 3D ფორმატში ნებისმერ ადგილზე გახდება შესაძლებელი. კორპორაცია Sony "მობილურ კინოთეატრს" გამოუშვებს, რომელსაც სათვალის ფორმა ექნება და მისი ტარება ადამიანს ყველგან შეეძლება.
მოწყობილობა HMZ-T1 ორი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება - თავზე დასახური მოწყობილობა, რომელსაც სათვალის ფორმა აქვს და რომლითაც ფილმს უყურებ, ასევე პროცესორი, რომლითაც სათვალეს სპეციალური სიგნალი გადაეცემა.
როდის ჩაეშვება HMZ-T2 გაყიდვაში, უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მისი ღირებულება 800 დოლარი იქნება.