ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციას საშუალება ეძლევა მსოფლიოში საკვები პროდუქტების ყველაზე დიდ გამოფენა Anuga 2013 - ზე წარსდგეს.
Anuga ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მონაწილეებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ ახალი ბაზრები და დაიპყრონ მომხმარებელთა ახალი სეგმენტი. ეს არის ადგილი სადაც ხვდებიან საუკეთესო ბიზნეს პარტნიორს.
მომავალი წლისათვის გამოფენაზე გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, კვლავ დაგეგმილია ქართული კომპანიების წარდგენა, რათა მათ მიიღონ მონაწილეობა 2013 წლის 5-9 ოქტომბერს დაგეგმილ საკვები პროდუქტების მსოფლიოში ყველაზე დიდ გამოფენაში - Anuga 2013. მონაწილეობის გადასახადი დაახლოებით 700 ევროს შედგენს.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს გამოფენას დაესწრო 155 000 ვიზიტორი და 6 600 კომპანია 180 ქვეყნიდან. გამოფენა B2B ფორმატით იმართება.