ვირუსოლოგთა საერთაშორისო კოლექტივმა ჩვეულებრივი ღორების ფილტვებში ადრე უცნობი გრიპის ვირუსი H1N2 აღმოაჩინეს, რომელსაც ცხოველებისა ადამიანის დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით ძალუძს და რომელიც ავადმყოფების ჯანმრთელობაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. ყოველივე ეს ჟურნალ "Proceedings of the National Academy of Sciences" -ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
მკვლევარების განცხადებით, შინაური ღორები ახალი ვირუსის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ინკუბატორი არიან. ეს ვირუსი კი ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათოა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ღორების ფულტვებში არის ორი წერტილი, რომელსაც ეს ვირუსი აზიანებს და სწორედ ამ უჯრედებიდან გადაეცემა იგი ადამიანს ან ფრინველს.