„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჯაბა სამუშიამ ცოტნე დადიანის ქუჩის 221 ნომერში საარჩევნო შტაბი გახსნა.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მის პირად ნომერზე დაუკავშირდეს და პირადად გაუზიაროს საკუთარი გასაჭირი.
„დღეს ნაძალადევში ოფიციალურად ვხსნი საარჩევნო შტაბს და მივმართავ ნაძალადევში,თემქაზე და ლოტკინზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ მე ვიქნები თითოეული მათგანის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რომელიც მათი ინტერესებისა და უფლებების დამცველი იქნება"- განაცხადა ჯაბა სამუშიამ და დასძინა, რომ ოთხი წლის განმავლობაში შტაბი ყოველ დღიურად იმუშავებს და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ყოველგვარი თანაშემწეების გარეშე დაუკავშირდეს დეპუტატს.
ცნობისათვის, „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ჯაბა სამუშიას პირადი ნომერია 591 91 16 16