ვისოლის „ავტო ექსპრესი" საავტომობილო სამუხრუჭე ხუნდების რეალიზაციას იწყებს და თბილისში, ქსნის ქუჩასა და კოსტავას 68-ში მდებარე მომსახურების ცენტრებში „ატეს", „ტექსარის" და „აბს-ს" ფირმის გერმანული და ჰოლანდიური წარმოების ხუნდებს სთავაზობს მომხმარებლებს.
„„ატე" და „ტექსტარი" გერმანული ბრენდებია, რომელთა პროდუქტები პირველად ხაზზე მიეწოდება ისეთ საავტომობილო გიგანტებს როგორებიცაა „მერსედეს ბენცი", „ბე-ემ-ვე", „აუდი" და სხვა. ჰოლანდიური წარმოების „აბს-ს" უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებს მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და უპრეცენდენტო ფასები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას. ვისოლის „ავტო ექსპრესი" სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის მომსახურებასაც სთავასობს მომხმარებელს. მომსახურების ფასები შესრულებული სამუშაოს სირთულის მიხედვით განისაზღვრება და 5-დან - 20 ლარამდე ღირს', - აცხადებს გურამ დაფქვიაშვილი, „ვისოლის ავტო ექსპრესის" დირექტორი.
„ვისოლ ავტო ექსპრესი" ვისოლ ჯგუფის შვილობილი ბრენდია, რომელიც 2011 წლიდან დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ავტომომსახურების 15 ცენტრი „ფრამის" საავტომობილო ფილტრების, უმაღლესი ხარისხის „ტოტალისა" და „ფინას" ფრანგული საავტომობილო ზეთების და სხვა საპოხი მასალების გარდა მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებასაც სთავაზობს. „ვისოლ ავტო ექსპრესი" „ფრამისა" და ფრანგული „ტოტალის" ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.