თურქეთში საქართველოს მოქალაქე 28 წლის გიორგი მიქაბერიძე გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ახალგაზრდამ თავი მოიკლა, თუ ეს მკვლელობაა.
ადგილობრივმვა სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორია უკვე შეისწავლეს და ახლა სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოჩანაწერს სწავლობენ.