" ჩვენ მზად ვართ დიდი გამარჯვებისთვის"- განაცხადა ინგა გრიგოლიამ ბათუმში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე
„მითი იმის შესახებ რომ თითქოს წინასაარჩევნოდ ქართული პოლიტიკა ორ პოლუსად არის განაწილებული დანგრეულია. ჩვენ მხარდამჭერები აქციებზე ავტობუსებით არ ჩაგვყავს. ადგილობრივები მოდიან ჩვენს აქციებზე და გვიჭერენ მხარს და მე ვფიქრობ რომ 1 ოქტომბერს ქრისტიან-დემორკატიულ არჩევანს ძალიან ბევრი ადამიანი გააკეთებს, ამის თქმის საშუალებას ის ფართომაშტაბიანი შეხვედრები და აქციები მაძლევს რომელსაც ქრისტიან-დემოკრატები ვმართავთ საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებში" განაცხადა ინგა გრიგოლიამ