13 სექტემბერს, სასტუმრო "Holiday Inn"-ში, 13:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და თურქეთის საელჩოს ორგანიზებისთ, საქართველო - თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თურქული კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, მშენებლობა, ტურიზმი, ვინტილაცია, სამედიცინო, ქიმიური პროდუქციის წარმოება, მეტალურგია, კარვის წარმოება, საიუველირო და ავტომობილის ნაწილების წარმოაბა.