რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის მიერ საქართველოში გაკეთებულ განცხადებას "ყურადღება მიაქცია". განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშვიჩმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ჩვენ მივაქციეთ ყურადღება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს. ის ცნობილია თავისი მხარდაჭერით "არაბული რევოლუციებისადმი" და სხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციებისადმი.
ამიტომაც მისი მცდელობები აპრიორშივე შეზღუდოს რეაქცია შესაძლო დარღვევებზე დემოკრატიული ნორმებისა საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს, სულ მცირე არათანამიმდევრულად გამოიყურება", _ აცხადებს ალექსანდრე ლუკაშევიჩი და აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში კერძო ვიზიტით ჩავა და "ჩვენ აუცილებლად ვკითხავთ მას ამგვარი მიკერძოებულობის მიზეზს ადამიანების თვითგამოხატვის უფლებისა".
შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა საქართველოში ვიზიტისას გააფრთხილა ოპოზიცია, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მათი ქუჩაში შესაძლო გამოსვლა კონტრპროდუქტიული იქნება.