ევროზონის შენარჩუნების შანსი 50/50-ზეა. სლოვაკეთის პრემიერი არ გამორიცხავს, რომ საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს, თუმცა როგორც თავად პრემიერი განმარტავს ის მომხრეა, რომ ევროზონა და ერთიანი ვალუტა შენარჩუნდეს. რობერტ ფიცოს განმარტებით, ევროზონის ქვეყნების ნაწილი ვეღარ გაუძლებს და იძულებული გახდება გაერთიანება დატოვოს, რათა ევროს სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდეს.
"თუ ევროზონის დაშლა დაიწყება, ჩვენ გაერთიანებაში დარჩენა და ევროს შენარჩუნება გვსურს"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე განმარტებით, ევროზონის შენარჩუნების შანსი 50/50-ზეა