საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 10-14 სექტემბერს "საქსტატის" ფასების სტატისტიკის სამმართველოსს შვედი ექსპერტები სტუმრობენ.
მისიის მსვლელობისას დაგეგმილია ისეთ საკითხებზე მუშაობა როგორიცაა: ექსპორტის ფასების ინდექსის შემუშავება 2011 წლის საექსპორტო მონაცემების საფუძველზე, ყოველთვიური და წლიური ანგარიშების ფორმატის შემუშავება, ასევე ექსპერტები იმუშავებენ მწარმოებელთა ფასების ინდექსისათვის შერჩევის მეთოდების გაუმჯობესებაზე.
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3-წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ექვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.