თბილისის დამწვრობის ცენტრში მძიმე დამწვრობით 4 წლის ბავშვი მოათავსეს. კატასტროფის ბრიგადებმა დაშავებული ტყიბულიდან გადმოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი დენის მაღალი ძაბვის ჯიხურში შევიდა, სადაც დამწვრობა მიიღო.
ექიმების განცხადებით, პაციენტს სხეულის 30 პროცენტი აქვს დამწვარი და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.