„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, 11 სექტემბერს, ბიზნეს-ცენტრები ცამეტ სოფელში გაიხსნება. აღნიშნული სამსახურები აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკითა და თანამედროვე ავეჯით. გარდა ამისა ცენტრები უზრუნველყოფილია სწრაფი ინტერნეტით.
დღეს ბიზნეს-ცენტრები გაიხსნება ზუგდიდის რაიონის სოფლებში: ჭითაწყარში, ჭკადუაშში, კოკში. ანალოგიური სამსახური გაიხსნება ანაკლიაშიც.
გარდა ამისა, დღესვე ბიზნეს-ცენტრები გაიხსნება წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეში; ხობის რაიონის სოფლებში - ხამისქურში, პირველ მაისში, ახალსოფელსა და შავღელეში.
ანალოგიური სამსახურები გაისხნება თელავის რაიონის სოფლებში: იყალთოში, კისისხევში, შალაურსა და აკურაში.
აღნიშნულ სოფლებში მდებარე ბიზნეს-ცენტრებში ადგილობრივი მკვიდრები დასაქმდნენ, როლებიც თანასოფლელებს კომპიუტერული უნარ-ჩვევების შესწავლაში დაეხმარებიან. გარდა ამისა, ბიზნეს-ცენტრი სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებას შეუწყობს ხელს.
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უახლოეს დღეებში სხვადასხვა რეგიონში კიდევ რამდენიმე ბიზნეს-ცენტრი გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველ ეტაპზე 300 სოფელში 600 ადამიანი დასაქმდება.
ცნობისთვის, 2012 წლის 10 მაისს, ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" დაფუძნების დოკუმენტი გაფორმდა. საზოგადოებრივი მოძრაობის ფარგლებში, პირველი ცენტრის გახსნაც 10 სექტემბერს ამავე რაიონში სოფელ ჭიკაანში შედგა.