ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახომ განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიღების დოკუმენტს, რადგანაც ევროკავშირი საბიუჯეტო ხარჯებისა და პენსიების შემცირებას მოითხოვს.
ესპანურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა ესპანეთის მთავრობა ევროკავშირის წინადადებას ყურადღებით განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ის მზადაა ესპანეთისა და იტალიის ფასიანი ობლიგაციები შეიძინოს.