Euro Diesel-ის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში მოქმედ ნავთობპროდუქტების მსხვილ იმპორტიორ კომპანიებში განუცხადეს, საქართველოში დღეიდან Euro Diesel-ის ფასმა 5 თეთღით მოიმატა. საწვავის გაძვირებას იმპორტიორები, მსოფლიო ბაზზე ნავთობპროდუქტების ფასის ზრდას უკავშირებენ.
აღსანიშნავია, რომ 10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 114.81 (+ 0.56) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 96.54 (+ 0.12) დოლარი/ბარელზე.