დღეს, 11 სექტემბერს, სამოქალაქო მოძრაობა ,, ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის დამფუძნებელი და ლიდერი, პროფესორი ნესტან კირთაძე ბრიუსელში ოფიციალურად ხელს მოაწერს ,,ქართულ -აფხაზური და ოსური , ევროპული საერთაშორისო მოძრაობის ,, დამფუძნებლურ დოკუმენტებს , რომელზეც ევროპის ცნობილი სართაშორისო სამრთლის სპეციალისტები და იურისტები მონაწილეობდნენ.
ევროპულ და საერთაშორისო სივრცეში პირველად ფუძნდება უმაღლესი საერთაშორისო რანგისა და სტატუსის ,, ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა,, (EU- Georgian, Abkhazian, Ossetian international Movement _ for peace, democracy and development. EUGAO )
,, ეს არის უნიკალური ფაქტი. ევროპაში პირველად ფუძნდება ,, ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული სართაშორისო მოძრაობა,, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარებისათვის, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროპეიზაციის რეალური გზაა, და რომელიც შექმნის ახალ საერთაშორისო ფორმატებს და ახალ რეალურ შესაძალებლობებს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი სამშვიდობო დიალოგისათვის, სხვადასხვა სოციალური-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად; ხალხებს შორის ნდობისა და ურთიერთობების აღსადგენად. ეს არის რეალური ხიდი აფხაზებსა და ევროპას, ოსებსა და ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ეს არის გზა, რომელსაც მუდმივი მშვიდობა ჰქვია," - განაცხადა ნესტან კირთაძემ.