დღეს, 11 სექტემბერს, დუშეთის მინიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ორგანიზებით, დაბა ჟინვალის ტერიტორიაზე, 300 არაგველის მემორიალთან, გაიმართება 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, პოეტები და ცეკვისა და სიმღერის ადგილობრივი ანსამბლები.