ხვალ, 11 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანელებს უმასპინძლებს.
ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის ამ შესარჩევი ციკლის მეორე მატჩია. პირველი მათ 7 სექტემბერს უკვე გამართეს და თბილისში ბელარუსი 1:0 დაამარცხეს. რაც შეეხება "ფურია როხას", მათთვის 11 სექტემბრის შეხვედრა სასტარტოა.
მატჩი, რომელსაც ნორვეგიელი არბიტრი სვეინ მოენი განსჯის, 21:30 საათზე დაიწყება.