ხვალ, 11 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის სპორტის სასახლეში 2013 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირს დაასრულებს. 17:30 საათზე ჰოლანდიასან მატჩი დაიწყება, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით, ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამ დაპირისპირების შედეგი ვერც ერთი გუნდისთვის ვერ შეცვლის სატურნირო პოზიციას - საქართველო საბოლოოდ დამკვიდრდა მეორე ადგილზე, ჰოლანდია კი მეოთხედან ვერ დაიძვრება. ერთადერთი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილებმა ალმერეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ალმერეში წაგების კომპენსირება რიგაში ლატვიის დამარცხებით შეძლო და ბალტიისპირელთა ნაკრებს მეორე ადგილი დაათმობინა.